ანჯეი დუდა – ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, თავისუფალმა სამყარომ რუსეთის ტრიუმფი არ უნდა დაუშვას

18:58, 24.02.2024

ჩვენ მხარს ვუჭერთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას თავისუფლებისთვის ბრძოლაში, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ახლა ეს მხარდაჭერა კვლავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მიუხედავად ჩვენი „ომის დაღლილობისა“. თავისუფალმა სამყარომ არ უნდა დაუშვას პუტინისა და რუსეთის ტრიუმფი“, – წერს დუდა.

აღნიშნულ განცხადებასთან ერთად, პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტის ამსახველი ვიდეო კადრები გამოაქვეყნა.

მსგავსი