ანჯეი დუდა - აფეთქების ადგილზე უკრაინის დასაშვებად და გამოძიებაში ჩასართავად ნებართვა აშშ-მა და პოლონეთმა ერთობლივად უნდა გასცენ
ანჯეი დუდა - აფეთქების ადგილზე უკრაინის დასაშვებად და გამოძიებაში ჩასართავად ნებართვა აშშ-მა და პოლონეთმა ერთობლივად უნდა გასცენ

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, აფეთქების ადგილზე უკრაინის დასაშვებად და გამოძიების პროცესში მათ ჩასართავად ნებართვა აშშ-მა და პოლონეთმა ერთობლივად უნდა გასცენ.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ვარშავამ და ვაშინგტონმა გამოძიება გააერთიანეს, და გადაწყვეტილების მიღება ცალმხრივად არ ხდება.

„გუშინ, საღამოს ჩვენ აშშ-სთან გავაერთიანეთ გამოძიება. რაც, ჩვენი გაგებით ნიშნავს გამოძიების მოკავშირეთა გზაზე გადაყვანას. ეს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შემოგვთავაზა. ასე რომ, ახლა ეს არის საერთო პროცესი, რომელსაც ატარებენ პოლონელი და ამერიკელი ექსპერტები და თუ ვინმეს ამ პროცესში მონაწილეობის მიღების ნება უნდა დავრთოთ პროცესებში, ამას სულ მცირე ორივე მხარის თანხმობა დასჭირდება“,- განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.