ანჯეი დუდა - ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება, პოლონელ ხალხს არ სურს რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა, ამიტომ მზად არიან, ჩვენი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად საკუთარი კეთილდღეობა შესწირონ
ანჯეი დუდა - ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება, პოლონელ ხალხს არ სურს რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა, ამიტომ მზად არიან, ჩვენი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად საკუთარი კეთილდღეობა შესწირონ

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად პოლონელი ხალხი მზადაა, საკუთარი კეთილდღეობა შესწიროს.

დუდას განმარტებით, შესაბამისად, ქვეყნის მთავრობა შემდეგი წლისთვის თავდაცვის ხარჯების 3 პროცენტით გაზრდას გეგმავს.

ტელეკომპანია „სიენენის“ ჟურნალისტმა გაიხსენა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ რუსეთისთვის პირველი ნაბიჯი საქართველოა, მეორე უკრაინა და მესამე – პოლონეთი.

ჟურნალისტი დაინტერესდა, გრძნობენ თუ არა პოლონელები რუსეთისგან რეალურ საფრთხეს, რაზეც ანჯეი დუდამ უპასუხა: „დიახ, პოლონელ ხალხს ეშინია რუსეთის, ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება. მათ არ სურთ რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა, ამიტომ დღეს პოლონელები მზად არიან, საკუთარი კეთილდღეობა შესწირონ, რათა გააძლიერონ ჩვენი შეიარაღებული ძალები. მივიღეთ ახალი კანონი, რომელიც სამხედრო ხარჯებს ზრდის არა მხოლოდ მშპ-ს 2 პროცენტამდე, რა სტანდარტსაც ნატო აწესებს, არამედ 3 პროცენტამდე მომდევნო წლისთვის. ვგეგმავთ, რომ შემდეგ წლებში ამ ზღვარსაც გავცდეთ. გვსურს, ჩვენი არმია 250 000 პროფესიონალ სამხედრომდე გავზარდოთ და ტერიტორიული თავდაცვის ძალები 50 000 ჯარისკაცამდე. სხვა სიტყვებით 50 000 მოხალისეებამდე გავზარდოთ. ასევე, გვსურს, გავაძლიეროთ სამხედრო ინფრასტრუქტურა“.