ანჯეი დუდა აცხადებს, რომ პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის გამოძიებაში უკრაინული მხარის ჩართვა მხოლოდ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზეა შესაძლებელი

23:42, 17.11.2022
Przewodów, 17.11.2022. Prezydent RP Andrzej Duda (C) podczas konferencji prasowej w Przewodowie, 17 bm. We wtorek 15 bm. po godz. 15 na terenie le¿¹cego niedaleko od granicy z Ukrain¹ Przewodowa spad³ pocisk; w wyniku eksplozji œmieræ ponios³o dwóch obywateli Polski. Si³y rosyjskie przeprowadzi³y we wtorek po po³udniu zakrojony na szerok¹ skalê atak rakietowy na Ukrainê, wymierzony g³ównie w obiekty energetyczne. (sko) PAP/Wojtek Jargi³o

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის გამოძიებაში უკრაინული მხარის ჩართვა მხოლოდ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზეა შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ აჯეი დუდამ უკრაინის საზღვართან ახლოს, რაკეტის ჩამოვარდნის ადგილის მონახულებისას განაცხადა.

„ყველაფერი უნდა მოხდეს შესაბამისი კანონის მიხედვით. თუ უკრაინელ სტუმრებს სურთ პროცედურების ნახვა, მათ შეუძლიათ, ეს პროცედურები ნახონ, მაგრამ თუ საქმე ეხება გამოძიებაში მონაწილეობას, ინფორმაციასთან და დოკუმენტებთან წვდომას, მაშინ ამას საფუძვლად სჭირდება სპეციფიკური შეთანხმება. სპეციფიკური შეთანხმება საერთაშორისო კანონის სფეროში და საერთაშორისო შეთანხმება“, – განაცხადა დუდამ.

აჯეი დუდას თქმით, მას ძალიან კარგად ესმის უკრაინელების ემოციების, რომლებსაც ბოლო დღეებში რუსეთის მასობრივ სარაკეტო დარტყმებთან უწევთ გამკლავება.

„ეს რაკეტა დაეცა უკრაინის ქალაქებში, თითქმის მთელ უკრაინაში და დასავლეთ უკრაინაშიც, ჩვენი საზღვრებიდან არც ისე შორს. ხალხი დაიღუპა, მშვიდობიანი მოქალაქეები. ეს ძალიან რთული სიტუაციაა, ამიტომ არავის უკვირს ემოციები და პრეზიდენტის ემოციებიც“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

აჯეი დუდას განცხადებით, უკრაინა და პოლონეთი მეგობრები არიან და ვარშავა გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას. მისივე თქმით, პოლონეთის ტერიტორიაზე ინციდენტი ორივე ქვეყნის საერთო ტრაგედიაა.

მსგავსი