ანიტა ორბანი – უნგრეთი ღრმად შეშფოთებულია ევროპის ტერიტორიაზე რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებების ინტენსივობით, გერმანიაში მომხდარი ინციდენტები სულ უფრო საშიშ ქცევაზე მიუთითებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ორბანის თქმით, უნგრეთი გერმანიას მხარდაჭერას უცხადებს.
მისი განცხადებით, უნგრეთი „ღრმად შეშფოთებულია“ ევროპის ტერიტორიაზე რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებების რაოდენობისა და ინტენსივობის ზრდით.
„გერმანიაში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები სულ უფრო საშიშ და უპასუხისმგებლო ქცევაზე მიუთითებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ანიტა ორბანმა გერმანიას სრული სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ უნგრეთი „მზად არის, პარტნიორს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებაში მხარი დაუჭიროს“.
„ამ გამოწვევების ფონზე, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ნატო-ს მდგრადობის, ერთიანობისა და კოლექტიური მზადყოფნის გაძლიერება“, – წერს ანიტა ორბანი.
Hungary is deeply concerned by the growing number and intensity of Russian hybrid activities on European soil. Recent incidents in Germany demonstrate an increasingly dangerous and reckless pattern of behaviour that poses a serious threat to European security and resilience.…
— Anita Orban (@_OrbanAnita) September 1, 2026