ანიტა ორბანი – მშვიდობიანი მოსახლეობა არასდროს უნდა იღვიძებდეს რაკეტების, დრონების, აფეთქებების ფონზე, ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის თავდასხმას და უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ორბანის განცხადებით, რუსეთის სასტიკი თავდასხმა კიევზე კიდევ ერთხელ ნათლად გვახსენებს, რამდენად მძიმე ადამიანური დანაკარგი მოაქვს ამ ომს.
ანიტა ორბანმა რუსული თავდასხმა დაგმო, უკრაინას კი სოლიდარობა გამოუცხადა.
„მშვიდობიანი მოსახლეობა არასდროს უნდა იღვიძებდეს რაკეტების, დრონების, აფეთქებებისა და საკუთარი სიცოცხლის გამო შიშის ფონზე. დანგრეული სახლები, განადგურებული ოჯახები, დაღუპული და დაშავებული უდანაშაულო ადამიანები – ეს მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმას და მსხვერპლთა და უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.