ანიტა ჰიპერი – უკრაინამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, როდის ჩაატაროს არჩევნები, თვისი კონსტიტუციისა და სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე, შესაბამისი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით
უკრაინამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, როდის ჩაატაროს არჩევნები, თვისი კონსტიტუციისა და სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე და შესაბამისი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა უკრაინულ მედიას განუცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, კერძოდ, შესაბამისი დემოკრატიული სტანდარტებისა და მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფაში.
„არჩევნებთან დაკავშირებით, სწორედ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, როდის ჩაატაროს ის, თავისი სამართლებრივი ჩარჩოს სრული დაცვით. არსებობს კონსტიტუციური ჩარჩო და უკრაინაზეა დამოკიდებული, გადაწყვეტს თუ არა ამის გაკეთებას“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, 19 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა. ფედოროვის თქმით, უკრაინამ უნდა იპოვოს კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესის განახლების საშუალებას მისცემს, თუნდაც გაჭიანურებული ომის პირობებში.