ანიტა ჰიპერი - რუსეთს აგრესორის რეპუტაცია აქვს, საჭიროა ვიხილოთ აგრესიის რეალური შეჩერება, მოსკოვს შეუძლია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი, თუ ამის ნამდვილი სურვილი აქვს
ანიტა ჰიპერი - რუსეთს აგრესორის რეპუტაცია აქვს, საჭიროა ვიხილოთ აგრესიის რეალური შეჩერება, მოსკოვს შეუძლია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი, თუ ამის ნამდვილი სურვილი აქვს

მოსკოვს შეუძლია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი, თუ ამის ნამდვილი სურვილი აქვს, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ „სააღდგომო ზავს“.

„რუსეთს აგრესორის რეპუტაცია აქვს, ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა ვიხილოთ აგრესიის რეალური შეჩერება და მკაფიო ქმედებები ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტისთვის“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

ამასთან, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც უკრაინა დათანხმდა ცეცხლის უპირობო შეწყვეტას.

„რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს ეს ომი, თუ მას ამის გაკეთება ნამდვილად სურს. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას ხანგრძლივი, სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობისთვის“,​​​​​​​​​​​​​​​​ – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.