ანიტა ჰიპერი - ჩინეთის ბოლოდროინდელი სამხედრო წვრთნები კიდევ უფრო ამძაფრებს სრუტეებს შორის დაძაბულობას, საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას
ანიტა ჰიპერი - ჩინეთის ბოლოდროინდელი სამხედრო წვრთნები კიდევ უფრო ამძაფრებს სრუტეებს შორის დაძაბულობას, საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას

ჩინეთის ბოლოდროინდელი სამხედრო წვრთნები კიდევ უფრო ამძაფრებს სრუტეებს შორის დაძაბულობას და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას, – ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი ავრცელებს, რითიც ჩინეთის მიერ ტაივანთან სახლის სამხედრო წვრთნების ჩატარებას ეხმაურება.

მისი თქმით, ევროკავშირი მხარეებს თავშეკავებულობისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ დაპირისპირება დიალოგის გზით უნდა დასრულდეს.

„ტაივანის სრუტეში მშვიდობასა და სტაბილურობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას თავშეკავებისკენ, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება, კიდევ უფრო გაზარდოს დაძაბულობა, რაც უნდა მოგვარდეს სრუტეებს შორის დიალოგის გზით. ევროკავშირს პირდაპირი ინტერესი აქვს ტაივანის სრუტეში სტატუსკვოს შენარჩუნების. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ცალმხრივ ქმედებას, რომელიც ცვლის სტატუსკვოს, განსაკუთრებით ძალის ან იძულების გზით“, – აცხადებს ის.