ანილ გუფთა - 10-15 წლის შემდეგ აბრეშუმის გზის ინიციატივას დავინახავთ, როგორც საუკუნის ერთ-ერთ რევოლუციურ ინიციატივას
ანილ გუფთა - 10-15 წლის შემდეგ აბრეშუმის გზის ინიციატივას დავინახავთ, როგორც  საუკუნის ერთ-ერთ   რევოლუციურ ინიციატივას

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში მისასალმებელი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ გაიხსნა.

პანელს მოდერატორობას უწევს დოქტორი ანილ გუფთა  მერილენდის უნივერსიტეტი თავმჯდომარე, პროფესორი.

ანილ გუფთამ პანელზე თავის გამოსვლაში ფორუმის მნიშვნელობასა და ზოგადად, ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ „10-15 წლის შემდეგ ამ ინიციატივას დავინახავთ, როგორც ამ საუკუნის ერთ-ერთ ძალიან ტრანსფორმაციულ და რევოლუციურ ინიციატივას“.

“მინდა, მოგილოცოთ საქართველოს და მის შორსმჭვრეტელ ლიდერებს და ის ეკონომიკური ზრდა, რაც ადასტურებს მთავრობის და საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას და იმ შესაძლებლობებს, ხალხს რაც ეძლევა. იმ კავშირებით, რაც არსებობს, ჩვენ ხელს ვუწყობთ იმ შესაძლებლობებს, რაც ვაჭრობას ეძლევა და ვამცირებთ ინფრასტრუქტურულ სირთულეებს, რაც ეკონომიკური განვითარების ბაზისია“, – აღნიშნა ანილ გუფთამ.

ანილ გუფთამ სიტყვაში აბრეშუმის გზის ინიციატივის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“ჩინეთმა დიდი მაგალითი მოგვცა, 1995 წლიდან მისი მშპ-ს დიდი ნაწილის ინვესტირება ხდება ინფრასტრუქტურის განვითარებაში. აბრეშუმის გზის ინიციატივა არის ჩინეთის საგზაო რუკა, რათა თავისი გამოცდილება გააცნოს აზიას, ევროპას, აფრიკას და მისი ეს მცდელობა სურვილს რეალობად გადააქცევს. დღეს ვხედავთ ბარიერებს დაბრკოლებებს ევროპის გზაზე, მაგრამ ეკონომიკური კონტაქტები ქვეყნებს შორის თითქმის ყოველთვის იძლევა სტაბილურობას, ურთიერთგაგებას უწყობს ხელს და ამცირებს ეკონომიკურ სირთულეებს. ჩინეთმა სწორედ განავითარა ინიციატივა თავისი პარტნიორი ქვეყნებისთვის, რაც მომგებიანი უნდა იყოს პარტნიორებისთვის. ამის გარეშე რთულია, დავინახოთ როგორ იქნება განვითარებული თუნდაც ბალკანეთის გზის ინიციატივების ამბიციები. ამ მხრივ მინდა ავღნიშნო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც გასათვალისწინებელია.ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა – ინვესტიციებიდან ამონაგები პირდაპირ და ირიბ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასთან”, – განაცხადა ანილ გუფთამ.

დოქტორ გუფთას განცხადებით, გზები, რომლებიც ჩინეთსა და ევროპას შორისაა, კონკურენტულია.

“უნდა ვნახოთ, რა არის კონკრეტული მარშრუტის დადებითი მხარეები. უნდა ვნახოთ, ვინ ახორციელებს პროექტებს, რა მასალები, რა დანადგარებია სამუშაო ძალა, როდესაც ამას მივაქცევთ ყურადღებას, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ხელს უწყობდეს ინფრასტრუქტურის განვითარებას. მას თან უნდა ახლდეს ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება, ადამიანების უნარ-ჩვევების განვითარება და მხოლოდ ამ ყველაფრის ერთდროულად განხორციელების შემთხვევაში ეს არის ეფექტური. ინფრასტრუქტურის მონეტიზაცია, ამავდროულად საჭიროა ლამაზი სახლის მშენებლობა და მისი სხვებთან დაკავშირება. ბევრი ელის ინვესტიციებს ჩინეთიდან, დიდი ალბათობაა, რომ იქნება თანაინვესტირება მაგალითად ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან. ეს თანაინვესტორები, მათი მუშაობა ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას“, – აღნიშნა მან.