ანი წითლიძე - როცა ამ ქვეყანაში დიქტატურა ფორმდება და აპატიმრებენ მედიამენეჯერს, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა
ანი წითლიძე - როცა ამ ქვეყანაში დიქტატურა ფორმდება და აპატიმრებენ მედიამენეჯერს, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა

ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში წარმოდგენილი რუსული რეჟიმი, „ქართული ოცნება“ დამარცხდეს, მათ შორის აქციები, საერთაშორისო ზეწოლა, საპარლამენტო ბერკეტები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში ყველა მექანიზმის განხილვა მიმდინარეობს, მათ შორის ჩვენს ფრაქციაში.

„პირადად მე, იმის მომხრე ვიქნები, რასაც საბოლოო ჯამში ერთიანი ოპოზიცია და ფრაქცია გადაწყვეტენ. როცა ამ ქვეყანაში დიქტატურა ფორმდება და აპატიმრებენ მედიამენეჯერს, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა. ოპოზიცია აქტიური უნდა იყოს ყველა დონეზე ყველა მექანიზმის გამოყენებით, ეს იქნება ქუჩის აქციები, საპარლამენტო კრიზისი, თუ საკრებულოებში კრიზისი. თუ რამით შეგვიძლია რუსული ოცნების დამარცხება, ეს არის ყველა ამ მექანიზმის გამოყენება“, – განაცხადა წითლიძემ.