ანი წითლიძე - ნონა მამულაშვილი იყო კარგი შენაძენი პარტიისთვის, მას ჰქონდა პოტენციალი, მაგრამ დააკლდა პოლიტიკაში და პარტიაში ყოფნის გამოცდილება
ანი წითლიძე - ნონა მამულაშვილი იყო კარგი შენაძენი პარტიისთვის, მას ჰქონდა პოტენციალი, მაგრამ დააკლდა პოლიტიკაში და პარტიაში ყოფნის გამოცდილება

ნონა მამულაშვილი იყო კარგი შენაძენი პარტიისთვის, თვითონ ნონასთვისაც იქნებოდა კარგი და ჰქონდა პოტენციალი, ყოფილიყო ამ ყველაფერში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, მამულაშვილს დააკლდა პოლიტიკაში და პარტიაში ყოფნის გამოცდილება.

ამასთან, როგორც წითლიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ღიაა ახალი კადრებისთვის.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ათი წლის განმავლობაში გაუვლია ძალიან ბევრი. გვქონია შემთხვევები, როდესაც იმდენჯერ წასულან და მოსულან, რომ საბოლოოდ, ვეღარ დაგვითვლია, რამდენი წავიდა და მოვიდა. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი პარტიაა, ცოცხალი ორგანიზმია, სადაც ვიღაც წავა, მაგრამ ვიღაც ახალი მოვა. მით უმეტეს, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ღიაა ახალი კადრებისთვის, აძლევს მათ შესაძლებლობას მოვიდნენ პარტიაში, თავი დაიმკვიდრონ პოლიტიკაში, იყვნენ აქტიურები და იბრძოლონ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“, ანუ იგივე რუსული ოცნება. ამ ბრძოლაში ვიღაცები ძლებენ, ვიღაცები ვერ ძლებენ, ვიღაცები თავს ვერ იმკვიდრებენ – ვერც პარტიაში და ვერც პოლიტიკაში. ეს არ არის ნამდვილად კარგი პროცესი. ნებისმიერი, ვინც უნდა იყოს პარტიიდან წასული, პარტიისთვის არის დანაკლისი, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია, ჩვეულებრივი ამბავია.

ნონა იყო კარგი შენაძენი პარტიისთვის, თვითონ ნონასთვისაც კარგი იქნებოდა – ჰქონდა პოტენციალი, ყოფილიყო ამ ყველაფერში. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებაში არ ვეთანხმები. მე მგონია, რომ ნონას დააკლდა გამოცდილება, პოლიტიკაში და მათ შორის, პარტიაში ყოფნის, რადგან ეს სიძნელეებთან არის დაკავშირებული. პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა აქამდეც გვქონია. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი სიძლიერეა 600 ათასი ამომრჩეველი და ჩვენი პარტიის გმირი წევრები, რომლებსაც თავიანთი ბრძოლით ყოველთვის შეუძლიათ, რომ ნებისმიერი კრიზისი, რომელიც შეიძლება იყოს პარტიაში, გადალახონ“, – განაცხადა წითლიძემ.

ნონა მამულაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარლამენტსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს.