ანი ნადარეიშვილი - 4 ოქტომბრის აქცია არ იყო ძალადობრივი, ვერ დავინახე ნამდვილად ძალადობა ვერსად
4 ოქტომბრის აქცია არ იყო ძალადობრივი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების კომენტირებისას და დაშავებული პოლიციელების შესახებ კითხვის პასუხად ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ ძალადობა ვერსად დაინახა.
„რა თქმა უნდა, არ იყო ძალადობრივი. სად დაინახეთ რაიმე ძალადობრივი? ვერ დავინახე ნამდვილად ძალადობა ვერსად. მე დავინახე ძალიან ბევრი დაშავებული აქტივისტი ამ წლების განმავლობაში. დასახიჩრებული ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა არცერთია დასჯილი“, – განუცხადა ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს სუს-ში გამოკითხვაზე შესვლამდე.