ანგისას საფეხბურთო ბაზის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია
ანგისას საფეხბურთო ბაზის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია

ბათუმის “დინამო” მალე საკუთარი ბაზით ისარგებლებს – ანგისას საფეხბურთო ბაზაზე მინდვრის საფარის დაგება დასრულებულია და მშენებლობა, ფაქტობრივად, დასრულებულია.

სპორტულ კომპლექსში ააშენეს ტრიბუნები, სადაც ინდივიდუალური სკამები დაამონტაჟეს. ტრიბუნების კონსტრუქციის ქვეშ კი გასახდელები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები და კლუბის ოფისი განლაგდება.

ბათუმის “დინამოს” ბაზაზე ორი მოედანია – ჯერ ხელოვნური მოედანი დააგეს, რომელზეც ბათუმის “დინამო” უკვე ვარჯიშობს, ახლა კი ნატურალური მოედნის დაგება დაასრულეს.

ეს ფაქტი მნიშვნელოვანი მოვლენაა ბათუმის “დინანოსთვის”, რომელიც 2006 წლსი შემდეგ საკუთარი სტადიონისა და სავარჯიშო მოედნის გარეშე იყო დარჩენილი.