ანგელოვსკის სავარაუდო სია ცნობილია - ჩრდილოეთ მაკედონიელები ინფიცირებულებსაც იწვევენ
ანგელოვსკის სავარაუდო სია ცნობილია - ჩრდილოეთ მაკედონიელები ინფიცირებულებსაც იწვევენ

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ანგელოვსკიმ განაცხადა, რომ 12 ნოემბერს თბილისში დანიშნული ისტორიული მატჩისთვის შემადგენლობას 6 ნოემბერს დაასახელებს.

თუმცა, გამოცემა „სპორტმედიამ“ თავის წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელა სია, რომელიც მისი მტკიცებით, საქართველოს წინააღმდეგ მატჩისთვის მოემზადება:

მეკარეები: დიმიტრიევსკი, შიშკოვსკი, ბოჟინოვსკი, ბოგატინოვი

მცველები: რისტოვსკი, მუსლიუ, ბეითულაი, ველკოვსკი, ზაიკოვი, ტოშევსკი, რისტევსკი

ნახევარმცველები: ადემი, ელმასი, ნიკოლოვი, ბარდი, სპიროვსკი, ალიოსკი, კოსტადინოვი

თავდამსხმელები: პანდევი, ნესტოროვსკი, ტრაიკოვსკი, ტრიჩკოვსკი, სტოიანოვსკი, ველკოსკი

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ნოემბერში სამ მატჩს ჩაატარებს – 12 ნოემბერს ევრო2020-ის საგზურს თბილისში საქართველოს ნაკრებს შეეცილება, მერე კი ერთა ლიგის ორ შეხვედრას გამართავს – 15 ნოემბერს სკოპიეში ესტონეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს სომხეთს კვიპროსში ესტუმრება.

სპორტმედიას“ ცნობით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანაკრებო სიაში ორი კოვიდინფიცირებული მოთამაშე შეიყვანა (კრისტიან ტოშევსკი და კირე რისტევსკი) და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას დაელოდება.