ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა სირიასა და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მერკელმა და პუტინმა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების მიერ მიღწეულ შეთანხმებაზეც იმსჯელეს, რომელიც სირიის რეგიონ იდლიბში დემილიტარიზებული ზონის შექმნას გულისხმობს.