ანგელა მერკელსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ანგელა მერკელსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც გერმანიის კანცლერმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გერმანიაში დაპატიჟა.

სატალეფონო საუბრის დროს, გერმანიის კანცლერი მიესალმა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ქვეყნის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და პარიზის კლიმატური ცვლილებების შეთანხმებაში დაბრუნების შესახებ. შეგახსენებთ, შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა, პრეზიდენტობის პირველივე დღეს.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ აქტიურად იმუშავოს გერმანიის კანცლერთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. ასევე, ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ ერთად იბრძოლებენ „კოვიდ-19“-ის პანდემიისა და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ.