ანგელა მერკელს პირველი ტესტის შედეგად კორონავირუსი არ დაუდგინდა

19:56, 23.03.2020

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს პირველი ტესტის შედეგად კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია გერმანიის მთავრობისპრესმდივანზე შტეფან ზაიბერტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზაიბერტის განცხადებით, უახლოეს დღეებში გერმანიის კანცლერს კორონავირუსზე განმეორებით ტესტს ჩაუტარებენ.

გერმანიის კანცლერი კარანტინში მას შემდეგ გადავიდა, რაც რამდენიმე დღის წინ ვიზიტით ექიმთან იმყოფებოდა, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა.

მსგავსი