ანგელა მერკელმა ვლადიმირ ზელენსკი ბერლინში მიიწვია
ანგელა მერკელმა ვლადიმირ ზელენსკი ბერლინში მიიწვია

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ბერლინში მიიწვია.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვლადიმირ ზელენსკისა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და დონბასში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დააკონკრეტა, რომ ის ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში 12 ივლისს ჩავა.