ანგელა მერკელმა ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზომების შემსუბუქება დაიწყო
ანგელა მერკელმა ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზომების შემსუბუქება დაიწყო

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზომების შემსუბუქება დაიწყო.

სოციალური დისტანცია ძალაში 3 მაისამდე იქნება. ამის შემდეგ კი, მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაადგილებისას და სავაჭრო ობიექტებში ყოფნის დროს ვალდებული იქნებიან, ატარონ ნიღბები.

გავრცელებული ინფორმაციით, 800 კვ.მ-ზე მცირე ფართობის მქონე მაღაზიები გერმანიაში მომდევნო კვირიდან გაიხსნება.

რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დაწყებითი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სკოლაში 4 მაისიდან დაბრუნდებიან.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსს 3254 ადამიანი ემსხვერპლა, 127 584 კი ინფიცირებულია.