ანგელა მერკელმა კანადის პრემიერ ჯასტინ ტრიუდოსთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საკითხი განიხილა
ანგელა მერკელმა კანადის პრემიერ ჯასტინ ტრიუდოსთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საკითხი განიხილა

​გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრიუდოსთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საკითხი განიხილა. სატელეფონო საუბრის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია კანადის პრემიერის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ორმა ლიდერმა ერთმანეთს გაუზიარა ღრმა შეშფოთება ყირიმში და უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის ბოლო სამხედრო აქტიურობის გამო. მათ ხაზი გაუსვეს უკრაინის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯასტინ ტრიუდომ და ანგელა მერკელმა ასევე განიხილეს იენთთან ურთიერთობების თვალსაზისით საერთო პრიორიტეტები და ღირებულებები. განიხილეს „კოვიდ-19“-ის გლობალური პანდემიის საკითხი და ასევე ზომები, რომლებსაც კანადასა და გერმანიაში ვირუსის გავრცელები წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართავენ. საუბარი ასევე შეეხო კლიმატურ ცვლილებებს, ამ მხრივ, მერკელი და ტრიუდო ამბიციური ქმედებების საჭიროებაზე შეთანხმდნენ.