ანგელა მერკელმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო [ფოტო, ვიდეო]

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ესტუმრა.

გერმანიის კანცლერი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. დღესვე, ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა,