ანგელა მერკელმა გერმანიაში მკაცრი შეზღუდვების დაწესების ბრძანება გასცა
ანგელა მერკელმა გერმანიაში მკაცრი შეზღუდვების დაწესების ბრძანება გასცა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესების ბრძანება გასცა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების შესამცირებლად, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს.

ახალი შეზღუდვები 16 დეკემბრიდან ამოქმედდება, რაც გულისხმობს, რომ გერმანიაში დაიხურება მაღაზიების დიდი ნაწილი, სკოლები და საბავშვო ბაღები. მკაცრი შეზღუდვები გერმანიაში 10 იანვრამდე იმოქმედებს. მშობლებს შეეძლებათ ანაზღაურებადი არდადეგების აღება, შვილების მოვლის მიზნით.

ეკლესიებში, სინაგოგებსა და მეჩეთებში რელიგიური ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი იქნება, თუ ისინი ჰიგიენის წესებს დაიცავენ, მაგრამ გუნდური სიმღერა აიკრძალება.

ფედერალური მიწები კვლავ გეგმავენ შემსუბუქების შეზღუდვას 24-დან 26 დეკემბრის ჩათვლით, რომ ოჯახის წევრებმა შობის დღესასწაული ერთად გაატარონ. წესები ხუთამდე ადამიანს აძლევს შეკრების საშუალებას, რასაც ემატება 15 წლამდე ბავშვები უახლოესი ოჯახიდან.