ანგელა მერკელმა გერმანელებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მთავრობას, რომელსაც „კონსერვატორი“ არმინ ლაშეტი უხელმძღვანელებს
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გერმანელ ამომრჩეველს თხოვნით მიმართა, მხარი დაუჭირონ მთავრობს, რომელსაც უხელმძღვანელებს „კონსერვატორი“ არმინ ლაშეტი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მერკელის თქმით, მოქალაქეებს რამდენიმე დღეში მოუწევთ, აირჩიონ მთავრობა, რომელიც მიიღებს მემარცხენე პარტია „ლინკეს“, „სოციალურ-დემოკრატიული პარტიისა“ და „მწვანეების“ მხარდაჭერას ან მხარი დაუჭირონ ფედერალურ მთავრობას, რომელსაც უხელმძღვანელებს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“, ბავარიის „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ხელმძღვანელთან, არმინ ლაშეტთან ერთად.
მერკელის თქმით, ლაშეტი სტაბილურობის, საიმედოობისა და ზომიერების მომხრეა, რასაც დღეს გერმანია საჭიროებს.
გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნები მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გაიმართება.