ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით უკრაინის კონფლიქტზე ისაუბრეს
ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით უკრაინის კონფლიქტზე ისაუბრეს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით უკრაინის კონფლიქტზე ისაუბრეს. როგორც გერმანიის კანცლერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, სხვა საკითხებთან ერთად, ორი ქვეყნის ლიდერმა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი დამკვირვებლების დაბრუნებაზე იმსჯელეს.

როგორც მერკელმა და პუტინმა აღნიშნეს, აუცილებელია, რომ რუსი ოფიცრები კონტროლისა და კოორდინაციის ერთოვლივ ცენტრში დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რუსეთმა კონტროლისა და კოორდინაციის ერთოვლივი ცენტრი ოფიციალურად 19 დეკემბერს დატოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსი ოფიცრების მუშაობა უკრაინის ქმედებების გამო შეუძლებელი გახდა. მოსკოვის მტკიცებით, უკრაინული მხარე რუსებს კონფლიქტის ზონის გამყოფ ხაზთან მისვლას უზღუდავდა. თუმცა კიევში ამტკიცებენ, რომ რუსეთმა თავისი ოფიცრები სამხედრო ოპერაციის დასაწყებად გაიწვია. 


აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავების გამო 21 დკემბერს შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირმაც.

დატოვე კომენტარი