ანგელა მერკელმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეფონით სირიის ომსა და მიგრაციულ საკითხებზე ისაუბრეს
სირიის ომი და მიგრაციული საკითხები იყო განხილვის მთავარი თემა გერმანიის კანცლერისა და თურქეთის პრეზიდენტის საუბრისას. ანგელა მერკელსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის, მარტინა ფიტცის განცხადებით, ანგელა მერკლემა იმედი გამოთქვა, რომ სირიიდან აშშ-ის ჯარების გასვლაზე თურქეთის რეაგირება თავშეკავება და პასუხისმგებლობის გაცნობიერება იქნება.
სირიის კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობას. ანგელა მერკელმა აღნიშნა თურქეთის როლი სირიელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით.