ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს
ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპულებს პატივი ერთად მიაგეს. ანგელა მერკელი გერმანიის მთავრობის პირველი მეთაურია, რომელი კომპიენის ტყეს სტუმრობდა, სადაც 1918 წელს მოკავშირეებსა და გერმანიას შორის სამშვიდობო ზავი დაიდო.

ორმა ლიდერმა მოინახულა იმ ვაგონის ასლი, სადაც 100 წლის წინ ზავს ხელი მოაწერეს. მერკელმა და მაკრონმა ასევე გახსნეს ორი მემორიალური ფილა, რომელზეც საფრანგეთისა და გერმანიის ზავის მნიშვნელობაა ხაზგასმული.

პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საფრანგეთში 11 ნოემბერს გაიმართება. მათ 98 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება. მათ შორის, პარიზში იქნებიან დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინიც.

თავდაპირველად, საფრანგეთის დედაქალაქში აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებებიც იყო დაგეგმილი. თუმცა, რუსული „კომერსანტის“ ცნობით, პუტინისა და ტრამპის სამიტის წინააღმდეგ მაკრონი გამოვიდა.