ანგელა მერკელმა ბრექსიტის შეთანხმების გადახედვასთან დაკავშირებით ბორის ჯონსონის თხოვნა უარყო
ანგელა მერკელმა ბრექსიტის შეთანხმების გადახედვასთან დაკავშირებით ბორის ჯონსონის თხოვნა უარყო

ანგელა მერკელმა ბორის ბრექსიტის შეთანხმების გადახედვასთან დაკავშირებით ჯონსონის თხოვნა უარყო. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. გერმანიის კანცლერის განმარტებით, ევროკავშირი ყოველთვის ერთიანი იყო და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

ანგელა მერკელმა აღნიშნულ საკითხზე რეიკიავიკში ვიზიტის დროს ისაუბრა. მან დასძინა, რომ ბორის ჯონსონის მხრიდან ე.წ. „ბექსტოპის“ წინააღმდეგობაში ახალი არაფერი არ არის. აღნიშნულმა მექანიზმმა ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირის წევრ ირლანდიასა და დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში არსებულ ჩრდილოეთ ირლანდიას შორის ბარიერის წარმოქმნის პრევენცია უნდა უზრუნველყოს.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხის პრაქტიკული გადაწყვეტა მოკლე ვადაში შეიძლება, ამის გასაკეთებლად კი მხარეებს შორის უკვე მიღწეული შეთანხმების გადახედვა საჭირო არ არის. ამასთან ერთად, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ლონდონმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი ურთიერთობა ექნება ევროკავშირთან ბრექსიტის შემდეგ.

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ბრექსიტის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას 2018 წლის შემოდგომაზე მიაღწიეს, თუმცა გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ტერეზა მეის მთავრობას შორის მიღწეული პროექტი სამჯერ უარყვეს. საბოლოო ჯამში ბრიუსელი ბრექსიტის თარიღის გადავადებას დასთანხმდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი კი იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა. აღნიშული თანამდებობა ბორის ჯონსონმა დაიკავა.

21 აგვისტოს ბრექსიტის საკითხის განსახილველად დიდი ბრიტანეთი ახალი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ოფიციალური ვიზიტით ბერლინს ეწვევა.