ანგელა მერკელმა 29 აგვისტოს ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი ავღანეთში არსებული ვითარების გამო გააუქმა
ანგელა მერკელმა 29 აგვისტოს ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი ავღანეთში არსებული ვითარების გამო გააუქმა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც კვირას, 29 აგვისტოს უნდა გამართულიყო, ავღანეთში არსებული ვითარების გამო გააუქმა.

ამასთან, ავღანეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უსაფრთხოების საგანგებო შეხვედრა მოიწვია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სრული მხარდაჭერა და კოორდინაციისთვის მზადყოფნა გამოხატა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში აფეთქებას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა აეროპორტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც ავღანელები იყვნენ შეკრებილი.