ანგელა მერკელის თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო კიოლნში ავარიულად დაეშვა

00:54, 30.11.2018

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო კიოლნში ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია და სააგენტო Reuters-ი ავრცელებენ.

გერმანიის კანცლერი არგენტინაში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად მიემგზავრებოდა, როდესაც ნიდერლანდების საჰაერო სივრცეში ყოფნისას ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თვითმფრინავი კიოლნში დაეშვა, სადაც გერმანიის კანცლერი სხვა ავიალაინერზე გადაჯდა.

მსგავსი