ანგელა მერკელის ორეული აცხადებს, რომ დაიღალა და მშვიდ ცხოვრებაზე ოცნებობს
გერმანიაში ახალ კანცლერს ამ კვირაში აირჩევენ. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ახალი ლიდერის დასახელებამდე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის გერმანიის კანცლერობას აღარ აპირებს.
მერკელის ორეული ურსულა ვანეცკი, რომელიც უკვე წლებია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქალის დუბლიორის როლს ასრულებს, აცხადებს, რომ კმაყოფილია მერკელის გადაწყვეტილებით.
„მეც დავიღალე და მიხარია, რომ უფრო მშვიდი დრო მოდის“, – განაცხადა მერკელის ორეულმა.
„დოიჩე ველე“ მერკელის დუბლიორთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ურსულა ვანეცკი პოლონელია. ის სამშობლოდან გერმანიაში 1985 წელს გადავიდა საცხოვრებლად. მისი თქმით, მერკელის ორეულად მუშაობა საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე საქმეა, თუმცა როგორც ვანეცკი ამბობს, თავიდან ახალ სამსახურთან შეგუება გაუჭირდა.
ვანეცკი ანგელა მერკელის როლს სხვადასხვა გადაცემებსა და ფოტოსესიებში ასრულებს. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი კანცლერის ჩაცმულობაა. წლების განმავლობაში მის გარდერობში სხვადასხვა ფერის ათობით პიჯაკი გაჩნდა. მერკელის ორეულის თქმით, ის ყურადღებით არჩევს სამკაულსაც.