ანგელა მერკელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დანიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე პროტოკოლი შეცვალეს 

13:03, 12.07.2019
epa07709520 German Chancellor Angela Merkel (R) and Danish Prime Minister Mette Frederiksen (L) sit during a reception with military honors at the Chancellery in Berlin, Germany, 11 July 2019. German Chancellor Angela Merkel and Danish Prime Minister Mette Frederiksen meet for bilateral talks.  EPA-EFE/CLEMENS BILAN

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დანიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე პროტოკოლი შეცვალეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მეტე ფრედერიკსენის მიღების დროს ლიდერებმა ჰიმნს ისე მოუსმინეს, რომ ფეხზე არ ამდგარან. გერმანული მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი კანცლერის შეტევებთანაა დაკავშირებული. ბოლო რამდენიმე ოფიციალურ ცერემონიაზე ანგელა მერკელი შეუძლოდ გახდა. შესაბამისად, უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით, მიღებაზე პროტოკოლი შეიცვალა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ანგელა მერკელი ოფიციალურ შეხვედრებზე შეუძლოდ სამჯერ გახდა. პირველად 18 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის დროს, შემდეგ 27 ივნისს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე და 10 ივლისს, ფინეთის პრემიერთან შეხვედრის დროს.

მსგავსი