ანგელა მერკელის ინფორმაციით, „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა პარიზში გაიმართება
ანგელა მერკელის ინფორმაციით, „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა პარიზში გაიმართება

„ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა პარიზში გაიმართება. ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელემა მერკლემა განაცხადა. მისივე თქმით, ჯერ კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დათანხმდა ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას, რაც დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში არჩევნების ჩატარებას და განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვლისწინებს.

კიევში აცხადებენ, რომ მათი თანხმობის მიუხედავად, ე.წ. შტაინმაიერის ფორმულის რეალიზაციაზე ჯერ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.