ანგელა მერკელის განმეორებითი ტესტის პასუხი კორონავირუსზე კვლავ ნეგატიურია
ანგელა მერკელის განმეორებითი ტესტის პასუხი კორონავირუსზე კვლავ ნეგატიურია

გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ახალ კორონავირუსზე ტესტი მეორედაც ჩაუტარდა და პასუხი კვლავ უარყოფითი აღმოჩნდა. მას ვირუსი არ დაუდგინდა.

ამის შესახებ მთავრობის პრესმდივანმა განაცხადა.

კანცლერი მუშაობას სახლიდან განაგრძობს.

ანგელა მერკელს ახალ კორონავირუსზე პირველი ტესტი 23 მარტს ჩაუტარდა და ინფექცია არ დაუდასტურდა.

გერმანიის კანცლერი კარანტინში მას შემდეგ გადავიდა, რაც რამდენიმე დღის წინ ვიზიტით ექიმთან იმყოფებოდა, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა.