ანგელა მერკელი - ყირიმში რუსეთის ქმედებებზე თვალის დახუჭვა დაუშვებელია
ანგელა მერკელი - ყირიმში რუსეთის ქმედებებზე თვალის დახუჭვა დაუშვებელია

ყირიმში რუსეთის ქმედებებზე თვალის დახუჭვა დაუშვებელია, – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააკეთა. მისი თქმით, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია „საერთაშორისო სამართლის უხეში და ღია დარღვევა იყო“.

ამასთან, მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთთან „კრიტიკული დიალოგის“ შენარჩუნება აუცილებელია.

კანცლერი მიიჩნევს, რომ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის გარეშე შეუძლებელი იქნება.