ანგელა მერკელი - წლევანდელი გაზაფხული შარშანდელისგან განსხვავებული იქნება, რაც ერთად გამოვიარეთ, მძიმე, მაგრამ ეფექტიანი იყო
ანგელა მერკელი - წლევანდელი გაზაფხული შარშანდელისგან განსხვავებული იქნება, რაც ერთად გამოვიარეთ, მძიმე, მაგრამ ეფექტიანი იყო

წლევანდელი გაზაფხული შარშანდელი გაზაფხულისგან განსხვავებული იქნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ანგელა მერკელმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა და შეზღუდვების შემსუბუქება დაანონსა.

„2021 წლის გაზაფხული, წინა წლის გაზაფხულისგან განსხვავებული იქნება. რაც ერთად გამოვიარეთ, მძიმე, მაგრამ ეფექტიანი იყო. შევძელით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებზე ზეწოლა თავიდან აგვეცილებინა“, – განაცხადა მერკელმა.

მერკელის თქმით, შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს ფრთხილად, ისე, რომ ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ არ მოიმატოს.

შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ კარანტინი 28 მარტამდე გაახანგრძლივა, თუმცა ამ დროის განმავლობაში, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები მაინც შემსუბუქდება.