ანგელა მერკელი - ჯო ბაიდენის სიტყვამ, ისევე როგორც აშშ-ის ორივე დიდი პარტიის წევრთა რეაქციამ დამარწმუნა, რომ ეს დემოკრატია უფრო ძლიერია, ვიდრე თავდამსხმელები და მეამბოხეები
ანგელა მერკელი - ჯო ბაიდენის სიტყვამ, ისევე როგორც აშშ-ის ორივე დიდი პარტიის წევრთა რეაქციამ დამარწმუნა, რომ ეს დემოკრატია უფრო ძლიერია, ვიდრე თავდამსხმელები და მეამბოხეები

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი წუხილს გამოთქვამს, რომ დონალდ ტრამპმა დამარცხება არ აღიარა.

გერმანელ დეპუტატებთან შეხვედრისას, მერკელმა თქვა, რომ აშშ-ის კონგრესზე ძალადობრივმა თავდასხმამ „გააბრაზა და დაამწუხრა“.

„მე ღრმად ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დამარცხება არ აღიარა ნოემბრის შემდეგ და კიდევ ერთხელ გუშინ. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა და ამან შექმნა ატმოსფერო, რამაც წუხანდელი მოვლენები შესაძლებელი გახადა. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვამ, ისევე როგორც აშშ-ის ორივე დიდი პარტიის წევრთა რეაქციამ დამარწმუნა, რომ ეს დემოკრატია უფრო ძლიერია, ვიდრე თავდამსხმელები და მეამბოხეები. ტრაგიკულია, რომ ადამიანებმა სიცოცხლე დაკარგეს წუხანდელი მოვლენების დროს. იმედისმომცემია, რომ კონგრესმა მუშაობა განაგრძო და ასევე, ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის არჩევნებში გამარჯვების დადასტურებით, ცხადია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიის ახალ თავს ორი კვირაზე ნაკლებ დროში გახსნის, როგორც ეს უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.