ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინს 18 აგვისტოს გერმანიაში შეხვდება

14:05, 13.08.2018

გერმანიაში 18 აგვისტოს ვლადიმერ პუტინი ანგელა მერკელთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის მთავრობის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გერმანიის მთავრობის პრესმდივნის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელებს.

შეხვედრა მესებერგის სასახლეში ადგილობრივი დროით, 18:00 საათზეა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ მომავალ კვირაში გერმანიის კანცლერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვა.

მსგავსი