ანგელა მერკელი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ევროკავშირის სანქციები უნდა მოჰყვეს
ანგელა მერკელი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ევროკავშირის სანქციები უნდა მოჰყვეს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ევროკავშირის სანქციები უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ბერლინში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთნ, მატეუშ მორავეცკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მერკელის თქმით, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესებისთვის, თუ ვითარება გამწვავდება აღმოსავლეთ უკრაინაში და მის გარშემო ან ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ევროკავშირი უნდა გაერთიანდეს ბელარუსის მიერ პოლონეთის წინააღმდეგ მიგრანტების იარაღად გამოყენების და უკრაინის საზღვრებთან საჯარისო ნაწილების განთავსების საკითხებში.

„ნებისმიერ შემდგომ აგრესიას უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მაღალი ფასი ექნება“, – თქვა მერკლემა.

​გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ სიტუაციის განმუხტვა ყოველთვის სასურველი ვარიანტი უნდა იყოს.