ანგელა მერკელი უარყოფს ბრალდებებს, რომ ბალტიისპირეთი და, ნაწილობრივ, პოლონეთიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში დაადანაშაულა
ანგელა მერკელი უარყოფს ბრალდებებს, რომ ბალტიისპირეთი და, ნაწილობრივ, პოლონეთიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში დაადანაშაულა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა უარყო ბრალდებები, რომ მან ბალტიისპირეთის ქვეყნები და, ნაწილობრივ, პოლონეთიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

მერკელის განცხადებით, ეს ყალბი ამბავია, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი რამ არასდროს თქმულა.

„ეს უბრალოდ მოვლენების ქრონოლოგიური განხილვა იყო, როგორც უკვე ჩანს ჩემს წიგნში Freiheit (თავისუფლება). მთელი წლის განმავლობაში არავის ჰქონდა პრობლემა ამასთან დაკავშირებით. შემდეგ დიდი აჟიოტაჟი ატყდა, რადგან ორიგინალს თითქმის არავინ კითხულობს“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

კითხვას, სურდა თუ არა ომის დაწყებაში პოლონეთის ან ბალტიისპირეთის ქვეყნების დადანაშაულება, მერკელმა უარყოფითად უპასუხა.

„არა, ჩვენ, ყველამ, ვერ შევძელით, მე, ყველა დანარჩენმა, ჩვენ, ყველამ, ვერ შევძელით ამ ომის თავიდან აცილება, მათ შორის ამერიკელებთან მოლაპარაკებების დროს“, – განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.