ანგელა მერკელი თვითიზოლაციიდან სამუშაო გარემოს დაუბრუნდა
ანგელა მერკელი თვითიზოლაციიდან სამუშაო გარემოს დაუბრუნდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თვითიზოლაციიდან სამუშაო გარემოს დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესმდივანი სტივენ სეიბერტი აქვეყნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კანცლერისთვის „კოვიდ-19“-ზე ჩატარებული მესამე ტესტიც უარყოფითი აღმოჩნდა.

ანგელა მერკელი თვითიზოლაციის რეჟიმზე ორი კვირის წინ მას შემდეგ გადავიდა, რაც ექიმს, რომელიც მას შეხვდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.