ანგელა მერკელი - თუ ინფიცირებული საშუალოდ ერთზე მეტ ადამიანს გადასდებს ვირუსს, გერმანიის ჯანდაცვის სისტემა გამოწვევის წინაშე დადგება
ანგელა მერკელი - თუ ინფიცირებული საშუალოდ ერთზე მეტ ადამიანს გადასდებს ვირუსს, გერმანიის ჯანდაცვის სისტემა გამოწვევის წინაშე დადგება

გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი R01-ზე დაბლა ჩამოვიდა. ამის შესახებ „სიენენი“ გერმანიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

ეს ნიშნავს, რომ ახლა გერმანიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტი დაავადებას საშუალოდ ერთზე ნაკლებ ადამიანზე ავრცელებს. ეს მაჩვენებელი პირდაპირ განსაზღვრავს ინფიცირების გავრცელების სიჩქარეს.

როგორც ქვეყნის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, ამ მაჩვენებლის ერთზე დაბლა ჩამოწევა გერმანიის მთავარი იარაღია კორონავირუსთან საბრძოლველად და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შემზღუდავი ზომების შემცირებაზე ფიქრის დაწყება. როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ეს მაჩვენებელი თუნდაც 1.1-ს ასცდება, ანუ ინფიცირებულები საშუალოდ ერთზე მეტ ადამიანს გადასდებენ ვირუსს, გერმანიის ჯანდაცვის სისტემა სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება.