ანგელა მერკელი თეთრ სახლში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასწრებაზე უარს აცხადებს
ანგელა მერკელი თეთრ სახლში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასწრებაზე უარს აცხადებს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უარი თქვა დონალდ ტრამპის მიწვევაზე, პირადად დაესწროს „დიდი შვიდეულის“ სამიტს, რომლის ჩატარებაც აშშ-ის პრეზიდენტს თეთრ სახლში სურს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ იტყობინება.

„ფედერალური კანცლერი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში, ივნისის ბოლოს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვევისთვის. დღევანდელი მდგომარეობით, პანდემიასთან დაკავშირებული ზოგადი სიტუაციის გათვალისწინებით, ის ვერ მიიღებს პირად მონაწილეობს, ვერ გაემგზავრება ვაშინგტონში.

რა თქმა უნდა, ის გააგრძელებს პანდემიის განვითარების მონიტორინგს“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ზაიბერტმა.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი ივნისშია დაგეგმილი. მარტში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შვიდი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკებები კორონავირუსის პანდემიის გამო ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართებოდა. თუმცა მაისში, აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის გამართვას თეთრ სახლში ლიდერების პირადი მონაწილეობით გეგმავს.