ანგელა მერკელი – სოციალური კონტაქტების შეზღუდვის გარეშე გერმანიას კორონავიურისის მეორე ტალღა გადაუვლის
German Chancellor Angela Merkel attends a ceremony where the country's new Justice Minister was given her certificate of appointment by the German President at the presidential Bellevue Palace in Berlin on June 27, 2019. - During the ceremony, Merkel suffered a new shaking spell, just one week after sparking concerns by visibly trembling at another official ceremony. (Photo by Kay Nietfeld / dpa / AFP) / Germany OUT
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდგომ შემცირებაზე დისკუსია არაფრის მომცემია. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება გერმანიაში კორონავირუსის მეორე ტალღის საფრთხეს აჩენს.
ანგელა მერკელის თქმით, კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება გაქარწყლდება, თუ ადამიანების სოციალურ დისტანიცირებას არ გააგრძელებენ.
მერკელის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე შემდეგი დისკუსია 30 აპრილს გაიმართება. მისი თქმით, აუცილებელია სიტუაციის დეტალური ანალიზი.
„როგორ იმოქმედებს გერმანიაში შეზღუდვების შემსუბუქება ეს ორ კვირაში გამოჩნდება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიფრთხილე და დისციპლინა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
შეგახსნებთ, რომ დღეიდან გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. კერძოდ, გაიხსნა პატარა მაღაზიები და სკოლები.
გერმანიაში „კოვიდ-19“ 145 000-ზე მეტს ადამიანს დაუდასტურდა. 4 600 ადამიანი გარდაიცვალა.