ანგელა მერკელი - სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გერმანია რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს
ანგელა მერკელი - სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გერმანია რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გერმანია რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში განაცხადა.

ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის დროს ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, გერმანია სირიაში სამხედრო ინტერვენციას ვერ გამორიცხავს.

„ყველა ჩვენი ქმედება ყოველთვის გამომდინარეობს გერმანიის კონსტიტუციისა და პარლამენტის ვალდებულებებისგან. ეს ყველასთვის ნათელია. გერმანიის პოზიცია უბრალოდ უარის თქმა ვერ იქნება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიის მთავრობა სირიაში სამხედრო კონტიგენტის შესაძლო განლაგებაზე მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გერმანია ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით არსებული საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის მიერ წარმოებულ საჰაერო თავდასხმებში აპრილის შემდეგ აღარ მონაწილეობს.