ანგელა მერკელი – სიცრუე და დეზინფორმაცია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გზა არ არის
German Chancellor Angela Merkel speaks as she arrives at the European Parliament in Brussels, Wednesday, July 8, 2020. Germany has just taken over the European Union's rotating presidency, and must chaperone the 27-nation bloc through a period of deep crisis for the next six months and try to limit the economic damage inflicted by the coronavirus. (AP Photo/Francisco Seco)
სიცრუე და დეზინფორმაცია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გზა არ არის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანიის ლიდერის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს სიძულვილი გავრცელდეს.
„ჩვენ ვხედავთ სიცრუესა და დეზინფორმაციას. ეს არ არის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გზა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ სიძულვილის ენის, სიძულვილის, პოპულიზმის გავრცელება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
ანგელა მერკელმა ევროკავშირის წევრებს პანდემიის წინაშე ერთიანობისკენ მოუწოდა.
„ევროკავშირის საბჭოში გერმანიის თავმჯდომარეობის მთავარი პრიორიტეტია უზრუნველყოფა, რომ ევროპა ამ კრიზისიდან ერთიანი გამოვიდეს. თუმცა ევროპის მხოლოდ მოკლევადიანი სტაბილიზაცია საკმარისი არ არის. ჩვენ ასევე გვსურს ევროპა, რომელიც იმედის საფუძველია. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელიც თავდაჯერებულია და აწმყოს ამოცანების წინაშე თამამია. ჩვენ გვსურს, მომავალზე ორიენტირებული, ინოვაციური და მდგრადი ევროპა, რომელიც მსოფლიოში თავის ადგილს იმკვიდრებს. ჩვენ ევროპისთვის ახალი დასაწყისი გვინდა“, – განაცხადა მერკელმა.