ანგელა მერკელი - შეზღუდვების შერბილებაზე გადაწყვეტილება შესაძლოა, ზედმეტად თამამი იყოს, არ გავფლანგოთ ის შედეგები, რომლებსაც უკვე მივაღწიეთ
ანგელა მერკელი - შეზღუდვების შერბილებაზე გადაწყვეტილება შესაძლოა, ზედმეტად თამამი იყოს, არ გავფლანგოთ ის შედეგები, რომლებსაც უკვე მივაღწიეთ

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში კორონავირუსის პანდემიაზე საუბრისას მოსახლოებასა და პარლამენტს მაქსიმალური დისციპლინისკენ მოუწოდა. როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, მხოლოდ ასე შეძლებს ქვეყანა, ნორმალურ ცხოვრებას მალე დაუბრუნდეს.

სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის კანცლერი შეეხო შეზღუდვების მოხსნის საკითხსაც და განაცხადა, რომ მართალია, მხარს უჭერს ფედერალური მთავრობების გადაწყვეტილებებს, თუმცა მათი განხორციელების ფორმა მერკელისთვის შემაშფოთებელია.

გერმანიის კანცლერის თქმით, შეზღუდვების შერბილებაზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, ზედმეტად თამამი იყოს.

„მოდით, არ გავფლანგოთ ის შედეგები, რომლებსაც უკვე მივაღწიეთ და გარისკვით დამატებითი დაბრკოლებები არ შევიქმნათ“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.