ანგელა მერკელი სერგეი სკრიპალის მოწამლვის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს არ გამორიცხავს
ანგელა მერკელი სერგეი სკრიპალის მოწამლვის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს არ გამორიცხავს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამლვის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბრიუსელში ევროკავშირის სმაიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ განაცახდა.

„ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილნი, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ზომებით მოვახდინოთ რეაგირება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

როგორც მერკელმა აღნიშნა, ევროკავშირის ლიდერები სერგეი სკრიპალის მოწამვლის საკითხზე დიდ ხანს მსჯელობდნენ და ერთიანად მივიდნენ დასკვნამდე, რომ დიდი ალბათობით მოწამლვასთან რუსეთია დაკავშირებული.

გერმანიის კანცლერის თქმით, კონკრეტული ზომების ამოქმედებამდე ევროკავშირი მომწამვლელი ნივთიერების ანალიზის შედეგებს დაელოდება. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მონაცემები, ანალიზს ორი-სამი კვირა დასჭირდება.

ამასთან, ევროპელმა ლიდერებმა მოსკოვიდან ევროკავშირის ელჩი, გერმანელი დიპლომატი მარკუს ედერერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.