ანგელა მერკელი საზოგადოებაში პირბადით პირველად გამოჩნდა
ანგელა მერკელი საზოგადოებაში პირბადით პირველად გამოჩნდა

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება აუცილებელია, თუმცა ანგელა მერკელი საზოგადოებაში პირბადით პირველად გამოჩნდა. გერმანიის კანცლერი პირბადით ბუნდესტაგში დააფიქსირეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, მერკელმა პირბადე მას შემდეგ გაიკეთა, რაც ერთ-ერთი კონფერენციის დროს ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ რატომ არ ითვალისწინებდა კანცლერი საკუთარ შემოღებულ წესებს და არ ატარებდა პირბადეს.

მერკელმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ ის პირბადის ტარების მაგივრად სოციალურ დისტანციას იცავს, ხოლო როცა ეს შეუძლებელია, პირბადესაც იკეთებს, თუმცა ამას მედიასაშუალებები ვერ აფიქსირებენ.