ანგელა მერკელი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება

22:07, 17.08.2018

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გერმანიის კანცლერი სომხეთს ოფიციალური ვიზიტით 24-25 აგვისტოს ეწვევა, რა დროსაც პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდება. სამხრეთ კავკასიურ ტურნეს კი ანგელა მერკელი აზერბაიჯანში ვიზიტით დაასრულებს.

ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა.

მსგავსი